logo
ENG



კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 3-ით გაიზარდა

20 მარ 202010:32
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. 

ენდელაძის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 43 შემთხვევა დაფიქსირდა. მისივე ინფორმაციით, 3 ახალი პაციენტი სხვა კლინიკაშია მოთავსებული. 

"დაემატა 3 ახალი პაციენტი. ისინი ინფექციურ საავადმყოფოში არ არიან მოთავსებული. ჯერჯერობით არ ვიცით რომელი კლასტერიდან არიან, ან ახალი შემთხვევაა თუ არა", - განაცხადა ენდელაძემ. 

 


close დახურვა