logo
ENG



კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა

20 აპრ 202019:33
3 წუთის საკითხავი
 
v546aon5vw85y0t.png

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

ჯამში დაინფიცირებულთა რაოდენობა 402-ს შეადგენს.

402 ინფიცირებულიდან ამ მომენტისთვის 95 გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 მათგანი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, 4782 პირი კარანტინში იმყოფება, ხოლო 503 სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ.კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც. 

11 მარტს ჯანმომ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

 


close დახურვა