საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 148 -ე გაიზარდა. შესაბამის ინფორმაციას Stopcov.ge ავრცელებს.
აქედან, გამაოჯანმრთელებულია 27 პირი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 პირი, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 319 პაციენტი.
კორონავირუსის გამო, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 30 მარტს მიიღო და რეგულაციები ძალაში 31 მარტს შევიდა. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.
საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტები.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად გამოაცხადა.