logo
ENG



კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 408-მდე გაიზარდა

21 აპრ 202009:50
3 წუთის საკითხავი
 
6nakl796sklw4kx.png

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 408-მდე გაიზარდა.

ინფორმაციას STOPCOV.GE ავრცელებს.

408 ინფიცირებულიდან ამ მომენტისთვის 95 გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 მათგანი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4779 პირი, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 561 ადამიანი.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც. 

11 მარტს ჯანმომ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

close დახურვა