კორონავირუსით ინფიციცრებულთა რაოდენობა 623-მდე გაიზარდა.
ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
623 ინფიცირებულიდან ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 288 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშაა 446 პირი, ხოლო 4723 მოქალაქე კარანტინის რეჟიმშია. გარდაცვლილია 9 ადამიანი.
კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯანმომ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.
