logo
ENG



ინფიცირებულმა მღვდელმა თბილისის ცენტრალურ უბანში წირვა აღავლინა

14 აპრ 202002:51
3 წუთის საკითხავი
 

"ფორმულას" ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებული სასულიერო პირი, თბილისის ცენტრალური უბნის ერთ-ერთი ეკლესიის მსახურია. ეს ინფორმაცია "ფორმულას" სასულიერო პირებმა მიაწოდეს. სასულიერო პირს კოვიდ-19 გუშინ დაუდასტურდა. ის წირვას, სავარაუდოდ, ბზობის დღესასწაულზე აღასრულებდა.

გარდა ამისა, “ფორმულას“ ინფორმაციით, მედიცინის ინსტიტუტის თანამშრომლების ინფიცირების წყარო სწორედ აღნიშნული სასულიერო პირია, რომელიც ერთ-ერთი ექთნის ძმაა. ასევე დაინფიცირებულია ექთნის შვილი და დედამთილი.

თბილისის მედიცინის ინსტიტუტში, სადაც 12 აპრილს კორონავირუსი ერთ-ერთ ექიმს დაუდასტურდა, ვირუსზე კიდევ 4-მა თანამშრომელმა დადებითი პასუხი მიიღო.  

„ფორმულასთან“ საუბრისას თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული სასულიერო პირი რეგულარულად დადიოდა ტაძარში.

„პრაქტიკულად გამოვლინდა საქართველოში  ერთ-ერთი მოქმედი მღვდელმსახურის დაინფიცირების ფაქტი, როელმაც დააინფიცირა საკუთარი ოჯახის წევრები. როგორც ირკვევა, მან გადასდო საკუთარ დას რომელმაც შემდგომში დააინფიცირა დედამთილი და წარმოიშვა ოჯახური კლასტერი. საეკლესიო პირობებში ეს კიდევ უფრო საფრთხის შემცველია, რადგან აღნიშნული მღვდელმსახური რეგულარულად ღვთისმსახურებაზე იმყოფებოდა.

"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ის არ იმყოფებოდა ბზობის დღესასწაულზე, მაგრამ მრევლის წარმომადგენლები ამბობენ, რომ იგი იყო წირვაზე ბზობის დღესასწაულზე. საინტერესოა ის, რომ საპატრიარქოს ვერსიით, ის რამდენიმე დღეა არ გამოჩენილია ტაძარში იმის გამო, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა და ჰქონდა ეჭვი ვირუსით დაინფიცირებისა “, - განაცხადა ტიგინაშვილმა.


close დახურვა