logo
ENG



კორონავირუსის გამო, მარტსა და აპრილში ჩასატარებელი ძიუდოს შეჯიბრი გადაიდო

10 მარ 202011:59
3 წუთის საკითხავი
 

რამდენიმე საათის წინ ძიუდოს საერთაშორისო ფედერეციამ ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნულია, რომ მარტსა და აპრილში ჩასატარებელი ყველა შეჯიბრი გადაიდო. მიზეზი კი კვლავ კორონავირუსია. შესაბამისად, 13-15 მარტს გასამართი ეკატერინბურგის გრანდ სლემი, 27-29 მარტს ჩასატარებელი თბილისის გრან პრი და 3-5 აპრილს ჩასატარებელი ანტალიის გრან პრი ჩაიშალა. თბილისში გასამართ ტურნირზე 89 ქვეყნის ძიუდოისტია დარეგისტრირებული, მათ შორის იმ ქვეყნების წარმომადგენლები, სადაც კორონავირუსი აქტიურადაა გავრცელებული. შეგახსენებთ, რომ ძიუდოს ფედერაციამ წელს გასამართი რაბათის გრან პრი უკვე გააუქმა. 


close დახურვა