logo
ENG



კორონავირუსის გამო იზოლირებული პაციენტები გაცდენის ასანაზღაურებლად ცნობას მიიღებენ

04 მარ 202012:17
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის გავრცელების ასაცილებლად კარანტინსა და თვითიზოლაციაში მოთავსებული ადამიანები მიიღებენ ცნობებს, რომლის საფუძველზეც მათ სამსახურში განაცდური დღეები აუნაზღაურდებათ. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, იზოლაციაში მოთავსებულ პაციენტებს შეუძლიათ ცნობა ელექტრონულად მოითხოვონ. საკარანტინე სივრცეებსა და თვითიზოლაციაში ამ ეტაპზე 200-მდე პაციენტია.

„მოგეხსენებათ ვირუსის გავრცელების გამო ხორციელდება პრევენციული ღონისძიებები, რაც გულისხმობს კონტაქტში მყოფი პირების იზოლაციაში მოთავსებას, როგორც თვითიზოლაციას, ისე კარანტინში მოთავსებას. მათ შორის არის ბევრი დასაქმებული ადამიანი, ამიტომ ჩვენს ნორმატიულ დოკუმენტებში გათვალისწინებულია ამ პირებისთვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე დოკუმენტის გაცემას, რათა აუნაზღაურდეთ განაცდური დღეების საფასური. მათ შეუძლიათ ელექტრონულად info.mogo.ge-ზე მოთხოვნის გამოგზავნის შემდეგ მიიღონ ეს ცნობა", - აცხადებს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმაღთველოს უფროსი ეკა ადამია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის სამი შემთხვევა დაფიქსირდა. სამივე ინფიცირებული მკურნალობას ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადის - პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


close დახურვა