logo
ENG



კორონავირუსის გამო ფეხბურთის ფედერაცია ყველა ჩემპიონატს აჩერებს

11 მარ 202013:30
3 წუთის საკითხავი
 
9hxlpqudossfe8e.png

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსის გამო, ყველა ჩემპიონატს აჩერებს.

ამის შესახებ ფედერაციის განცხადებაშია აღნიშნული:

"მსოფლიოში და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატის, მათ შორის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატების 1 აპრილამდე შეჩერების თაობაზე. ფეხბურთის ფედერაციის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში ​კორონავირუსის 23 შემთხვევაა დაფიქსირებული. 


close დახურვა