საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან, ჯერ ასტრაზენეკას, შემდეგ ფაიზერისა და უკვე სინოფარმის წარმოების პრეპარატებით დაიწყო. უახლოეს დღეებში საქართველოს მოქალაქეები და რეზიდენტები სინოვაკის წარმოების ვაქცინითაც აიცრებიან.
ვაქცინაციის პროცესის გასააქტიურებლად საინფორმაციო კამპანიას მნიშვნელოვანი როლი აქვს. ვაქცინებისა და მათი შექმნის ირგვლივ ბევრი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებისას, მნიშვნელოვანია მითების გამიჯვნა ფაქტებისგან.
ფორმულა გთავაზობთ კორონავირუსის ვაქცინის ირგვლივ წარმოშობილ მითებსა და რეალურ ფაქტებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციაზე დაყრდნობით.