ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მიუხედავად, საფრანგეთში მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა.
პარიზში, არჩევნების პირველ ტურში ქალაქის მოქმედი მერი - ან იდალგო ლიდერობს. სოციალისტური პარტიის წევრი წინასწარი გამოკითხვების მიხედვით ხმების 30 პროცენტს აგროვებს და რესპუბლიკელების კანდიდატს 8 პროცენტით უსწრებს.
არჩევნების მეორე ტურში მათ გარდა მონაწილეობას პარტია „წინ, რესპუბლიკას“ და „მწვანეების“ წარმომადგენლებიც მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ არჩევნები უპრეცედენტოდ დაბალი დასწრების ფონზე ჩატარდა. საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მხოლოდ 44 პროცენტი მივიდა.