საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 1 071 გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 33 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 680 პაციენტი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 985 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 333 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 652 PCR ტესტით.
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 071 ახალი შემთხვევიდან განაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში ასეთია:
- თბილისი - 581 შემთხვევა
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 100
- აჭარა - 96
- იმერეთი - 84
- ქვემო ქართლი - 55
- კახეთი - 55
- შიდა ქართლი - 42
- მცხეთა-მთიანეთი - 23
- გურია - 16
- სამცხე-ჯავახეთი - 14
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს - 21 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.57%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.11%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.18%.
ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებულია 336 840 შემთხვევა. ვირუსისგან გარდაიცვალა 4 602 ადამიანი, ხოლო 317 069 გამოჯანმრთელდა.