საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 1 788-ით გაიზარდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 1 251 ადამიანი, 31 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 532 კვლევა, აქედან 20 349 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 8 183 PCR-ით.
დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 4 689 ადამიანი აიცრა. ჯამში ამ დროისთვის 67 136 ადამიანია აცრილი.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 5,76%-ია, ბოლო 14 დღის - 6,07%, ბოლო 7 დღის - 6,35%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 963 შემთხვევა;
- აჭარა - 127;
- იმერეთი - 178;
- ქვემო ქართლი - 78;
- შიდა ქართლი - 72;
- გურია - 58;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 131;
- კახეთი - 79;
- მცხეთა-მთიანეთი - 73;
- სამცხე-ჯავახეთი - 16;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 16 215 აქტიური შემთხვევაა. 4 296 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 454, აჭარაში - 464, იმერეთში - 495. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 890 პირი, მათ შორის, თბილისში - 458, აჭარაში - 91, იმერეთში -125. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 201 პირი, მათგან თბილისში - 141, აჭარაში - 9, იმერეთში - 13. 775 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 406 - თბილისში, 343 - აჭარაში. 11 144 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 65 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 60, ხოლო აჭარაში - 4. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 153 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 22 715 პირი, აჭარაში - 1 821, იმერეთში - 1 288.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 324 256-ს შეადგენს. აქედან 303 679 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 336 გარდაიცვალა.