საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 311-ით გაიზარდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 936 ადამიანი, 12 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 10 442 კვლევა, აქედან 5 216 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 5 226 PCR-ით.
დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 728 ადამიანი აიცრა. ჯამში ამ დროისთვის 20 7470 ადამიანია აცრილი.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,98%-ია, ბოლო 14 დღის - 2,61%, ბოლო 7 დღის - 2,3%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 192 შემთხვევა;
- აჭარა - 34;
- იმერეთი - 13;
- ქვემო ქართლი - 26;
- შიდა ქართლი - 6;
- გურია - 0;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23;
- კახეთი - 12;
- მცხეთა-მთიანეთი - 2;
- სამცხე-ჯავახეთი - 3;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 8 862 აქტიური შემთხვევაა. 3 175 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 798, აჭარაში - 278, იმერეთში - 398. მძიმე პაციენტია 692 პირი, მათ შორის, თბილისში - 311, აჭარაში - 73, იმერეთში -143. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 194 პირი, მათგან თბილისში - 125, აჭარაში - 10, იმერეთში - 13. 596 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 331 - თბილისში, 232- აჭარაში. 5 091 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 0. თვითიზოლაციაში იმყოფება 11 890 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 104, პირი, აჭარაში - 1 490, იმერეთში - 1 022.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 354 276-ს შეადგენს. აქედან 340 328 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 060 გარდაიცვალა.