logo
ENG



კორონავირუსის 486 შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,53%-ია

17 თებ 202111:01
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 486-ით გაიზარდა.

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 499 ადამიანი, 13 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 192 კვლევა, აქედან 12 628 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 6 564 PCR-ით.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,53%-ია, ბოლო 14 დღის - 2,8%, ბოლო 7 დღის - 2,4%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 194 შემთხვევა;
  • აჭარა - 32;
  • იმერეთი - 49;
  • ქვემო ქართლი - 14;
  • შიდა ქართლი - 36;
  • გურია - 37;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 34;
  • კახეთი - 74;
  • მცხეთა-მთიანეთი - 8;
  • სამცხე-ჯავახეთი - 4;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 3 805 აქტიური შემთხვევაა. 1 828 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 810, აჭარაში - 166, იმერეთში - 421. მძიმე პაციენტია 379 პირი, მათ შორის, თბილისში - 156, აჭარაში - 39, იმერეთში - 113. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 პირი, მათგან თბილისში - 67, აჭარაში- 6, იმერეთში - 14. 229 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 111 - თბილისში, 102 - აჭარაში, 12 - იმერეთში. 1 748 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 242 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 98, ხოლო აჭარაში - 45. თვითიზოლაციაში იმყოფება 11 485 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 325 პირი, აჭარაში - 644, იმერეთში - 1 159.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 266 948-ს შეადგენს. აქედან 259 727 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 390 გარდაიცვალა.


close დახურვა