საქართველოში კორონავირუსის 521 შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 058 პირი, 18 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 226 კვლევა, მათ შორის 3 463 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 763 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.64%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.03%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.51%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევიდან დედაქალაქსა და რეგიონებში განაწილება ასეთია:
- თბილისი 285
- აჭარა - 68
- იმერეთი - 36
- ქვემო ქართლი - 10
- შიდა ქართლი - 10
- გურია - 6
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 49
- კახეთი - 39
- მცხეთა-მთიანეთი - 16
- სამცხე-ჯავახეთი - 2
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0