კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან 27 აჭარაში გამოვლინდა. ინფორმაცია ფორმულას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე განცხადებით, სტაციონარში 122 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
"გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა. სტაციონარში მკურნალობს 122 პაციენტი, საკარანტინო სივრცეში მეთვალყურეობას გადის 18 კოვიდდადებითი პაციენტი", - აცხადებს პრესსამსახური.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ფორმულას განუცხადეს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 პაციენტი შეიყვანეს, აქედან 2 აჭარის რეგიონიდან არის გადაყვანილი, ხოლო 1 ქუთაისში დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 9 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. სულ ქვეყანაში, დღეის მდგომარეობით ინფიცირების 1 830 შემთხვევაა გამოვლენილი, 19 პირი კი ვირუსის შედეგადაა გარდაცვლილი.