საქართველოში კორონავირუსის 585 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 953 ადამიანი, 11 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 073 კვლევა, აქედან 9 972 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 12 101 PCR-ით.
დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 2 267 ადამიანი აიცრა. ჯამში ამ დროისთვის 253 988 ადამიანია აცრილი.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,65%-ია, ბოლო 14 დღის - 2,49%, ბოლო 7 დღის - 2,33%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 370 შემთხვევა;
- აჭარა - 39;
- იმერეთი - 64;
- ქვემო ქართლი - 44;
- შიდა ქართლი - 8;
- გურია - 0;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23;
- კახეთი - 23;
- მცხეთა-მთიანეთი - 2;
- სამცხე-ჯავახეთი - 12;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 8 572 აქტიური შემთხვევაა. 2 576 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 429, აჭარაში - 149, იმერეთში - 326. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 596 პირი, მათ შორის, თბილისში - 295, აჭარაში - 40, იმერეთში -138. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 161 პირი, მათგან თბილისში - 103, აჭარაში - 9, იმერეთში - 11. 598 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 361 - თბილისში, 232- აჭარაში. 5 398 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 36, ხოლო აჭარაში - 4. თვითიზოლაციაში იმყოფება 7 416 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 456, პირი, აჭარაში - 593, იმერეთში - 1 058.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 363 522-ს. აქედან 349 658 გამოჯანმრთელდა, 5 266 კი გარდაიცვალა.