logo
ENG



კორონავირუსის 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 21 პაციენტი გარდაიცვალა, ჩატარდა 19 311 ტესტი

29 იან 202110:53
3 წუთის საკითხავი
 
კორონავირუსის 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 21 პაციენტი გარდაიცვალა, ჩატარდა 19 311 ტესტი

ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 669 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 311 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 681 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 630 PCR ტესტით. შესაბამისი მონაცემები სამთავრობო ვებგვერ StopCov.ge-ზე უკვე განახლდა.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 637 პირი, ხოლო 21 გარდაიცვალა. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 669 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 285 შემთხვევა, აჭარა - 40, იმერეთი - 119, ქვემო ქართლი - 41, შიდა ქართლი - 23, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 79, კახეთი - 49, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი -10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 686, საიდანაც: 2 731 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხოლო 3 633 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


close დახურვა