საქართველოში კორონავირუსის 741 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 945 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 18 კი გარდაიცვალა.
Stopcov-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში 31 350 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 17 359 ანტიგენი, 13 991 - PCR.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურია - 2,36%, ბოლო 14 დღის - 2,49%, ბოლო 7 დღის - 2,4%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 741 შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 414, რაც შეეხება რეგიონებს:
- აჭარა - 38,
- იმერეთი - 82,
- ქვემო ქართლი - 50,
- შიდა ქართლი - 40,
- გურია - 2,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 39,
- კახეთი - 37,
- მცხეთა-მთიანეთი - 16,
- სამცხე-ჯავახეთი - 13,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.