საქართველოში კორონავირუსის 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გარდაიცვალა 24 ადამიანი, 635 კი გამოჯანმრთელდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 956 კვლევა, მათ შორის 18 953 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 003 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.27 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.43%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.55%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 914 ახალი შემთხვევიდან განაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში ასეთია:
- თბილისი 524
- აჭარა - 47
- იმერეთი - 87
- ქვემო ქართლი - 63
- შიდა ქართლი - 57
- გურია - 4
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 42
- კახეთი - 64
- მცხეთა-მთიანეთი - 9
- სამცხე-ჯავახეთი - 11
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 360 055-ს, აქედან 346 217 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 5 199 კი გარდაიცვალა.