logo
ENG



კორონავირუსის 988 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 21 ადამიანი

02 მაი 202110:47
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 988-ით გაიზარდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 1 595 ადამიანი, 21 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 752 კვლევა, აქედან 5 904 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 7 848 PCR-ით.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 6 ადამიანი აიცრა. ამ დროისთვის ჯამში 45 344 ადამიანია აცრილი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 7,18%-ია, ბოლო 14 დღის - 4,99%, ბოლო 7 დღის - 5,47%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 511 შემთხვევა;
  • აჭარა - 114;
  • იმერეთი - 84;
  • ქვემო ქართლი - 31;
  • შიდა ქართლი - 33;
  • გურია - 19;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 94;
  • კახეთი - 45;
  • მცხეთა-მთიანეთი - 45;
  • სამცხე-ჯავახეთი - 8;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 15 216 აქტიური შემთხვევაა: 4 040 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 246, აჭარაში - 460, იმერეთში - 404. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 771 პირი, მათ შორის, თბილისში - 379, აჭარაში - 84, იმერეთში -100. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 137 პირი, მათგან თბილისში - 91, აჭარაში - 12, იმერეთში - 8. 800 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 459 - თბილისში, 314 - აჭარაში. 10 376 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 91 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 77, ხოლო აჭარაში - 14. თვითიზოლაციაში იმყოფება 34 185 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 24 812 პირი, აჭარაში - 2 735, იმერეთში - 1 256.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 312 445-ს შეადგენს. აქედან 293 052 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 151 გარდაიცვალა.


close დახურვა