9 მარტს ქართველებმა დაღვარეს სისხლი იმიტომ, რომ ჩვენ რუსული ენით არ გვესწავლა ამ ქვეყანაში. დღეს 9 მარტს ჩვენ მივიღეთ შედეგი, რომ ქართულმა ოცნებამ გაიწვია რუსული კანონი. ამიტომაც სწორი მოთხოვნები, სწორი პოზიციონირება ჩვენი ქვეყნის დასაცავად ყოველთვის გამოიღებს შედეგს და სწორ მოთხოვნებს ჩვენი პარტნიორები ყოველთვის დაუჭერს მხარს. ჩვენ არ დაგვვიწყებია ის, რომ ქართული ოცნება ხშირად აკეთებს განცხადებებს და მერე იტყუება თუნდაც შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამოსვლა, თუნდაც 8 მარტის შეთანხმების უგულებელყოფა და ა.შ., მაგრამ ამ პროცესმა შედეგი გამოიღო სწორედ იმიტომ, რომ ყველამ ვიცოდით საკუთარი როლი და ადგილი პროტესტის ფარგლებში. პარლამენტის წევრების როლი და ფუნქცია ახლა არის ის, რომ როდესაც აღდგება პარლამენტის საქმიანობა ვიყოთ ყურადღებით და ფორმალური პროცედურებით გავაფორმებინოთ ქართულ ოცნებას დღეს გაჟღერებული განცხადება. ვფიქრობ, რომ პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლები ამას მოვახერხებთ.
კორძაია: ჩვენი ფუნქციაა, ფორმალურად გავაფორმებინოთ ოცნებას დღეს გაჟღერებული განცხადება
09 მარ 202312:14
3 წუთის საკითხავი