logo
ENG



კრემლის ცნობით, პუტინი ხერსონის ოლქში ჩავიდა

18 აპრ 202309:02
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/18/taku2zzokesmdry.jpg

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ხერსონის ოლქში ჩავიდა და დნეპრის ჯარების ჯგუფის შტაბ-ბინა მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს, თუმცა მისი ვიზიტის თარიღს არ მიუთითებს.

"ვლადიმერ პუტინმა ხერსონის რეგიონში დნეპრის ჯარების ჯგუფის შტაბ-ბინაში მოისმინა საჰაერო სადესანტო ძალების მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ ტეპლინსკის, დნეპრის ჯარების ჯგუფის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ ოლეგ მაკარევიჩის და სხვა სამხედრო ლიდერების მოხსენებები", - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსული მედიის ცნობით, შეხვედრაზე პუტინი დაინტერესდა ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით არსებული სიტუაციით - პუტინმა მეთაურებს განუცხადა, რომ "მნიშვნელოვანია" მათი მოსმენა და ინფორმაციის გაცვლა.

TASS აღნიშნავს, რომ ეს ხერსონის ოლქში პუტინის პირველი ვიზიტია და მას რუსეთის ფედერაციის "ახალ რეგიონად" მოიხსენიებს. რუსული სახელისუფლებო მედია მიუთითებს, რომ ბოლოს ვლადიმერ პუტინი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს 19 მარტს ეწვია, კერძოდ, იმყოფებოდა მარიუპოლში.


close დახურვა