logo
ENG



კულება: ბუჩამ უნდა გააქროს დასავლეთის ყველა ყოყმანი, მიაწოდოს უკრაინას საჭირო იარაღი

05 აპრ 202211:08
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/05/t6uvyyz6cis49fo.jpg

ბუჩაში ხოცვა-ჟლეტამ უნდა გააქროს დასავლეთის ყველა ყოყმანი და სურვილის არქონა, მიაწოდოს უკრაინას ყველა საჭირო იარაღი, მათ შორის თვითმფრინავები, ტანკები, სარაკეტო სისტემა და ჯავშანტექნიკა, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და გავათავისუფლოთ ის რუსებისგან. იგივეა სანქციებზეც. თუ ჩემი რომელიმე კოლეგა ევროპიდან ან ოკეანის მიღმა შეეცდება მითხრას, რომ რაღაც სანქციები უადგილოა, ზედმეტად მკაცრია და არ უნდა იქნას გატარებული, ამას შევაფასებ ბუჩას მსხვერპლთა და სხვა ქალაქებში მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ღალატად. ბუჩას ხოცვა-ჟლეტა თამაშის წესებს ცვლის იმის მიმართ, თუ როგორ უნდა გააგრძელოს დასავლეთმა უკრაინის მხარდაჭერა.


close დახურვა