logo
ENG



კულება: გაუგებარია, რატომ გადმოგვცემს გერმანია თავდაცვის სისტემებს, მაგრამ არა ტანკებს

12 დეკ 202212:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/12/hrkddt2dw50rspf.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, გაუგებარია, რატომ გადასცემს გერმანია უკრაინას თავდაცვის სისტემებს, მაგრამ არა ტანკებს.

"მართალი გითხრათ, ჩვენ არ გვესმის არგუმენტის ეს ხაზი. თუ უკრაინა არ იქნება შეიარაღებული, ომი გაგრძელდება - და ეს არ შედის არც უკრაინის და არც მისი დასავლელი პარტნიორების ინტერესებში", - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კულებას თქმით, გერმანია უკრაინას იარაღის შემდგომ მიწოდებას დაჰპირდა, მაგრამ ეს არ ეხება საბრძოლო ტანკს Leopard 2, რომელიც უკრაინის მთავრობამ არაერთხელ მოითხოვა.

"ასეთი გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, არანაირი ვალდებულება არ არის. მაგრამ ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ბერლინთან უახლესი შეთანხმებები პირველ რიგში, ეხება თავდაცვის სისტემებს, როგორიცაა თანამედროვე IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემა და Gepard საზენიტო იარაღი", - განაცხადა კულებამ.

მანამდე, კულებამ თქვა, რომ უკრაინული მხარე აწარმოებს მოლაპარაკებებს გერმანიასთან და ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან უკრაინაში Patriot-ის სისტემების განთავსებასთან დაკავშირებით.


close დახურვა