უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ესპანეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს.
23 თებერვალს, უკრაინისა და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდნენ.
კულებას თქმით, მან მადლობა გადაუხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უკრაინის მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის.
"ესპანეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომელიც საბრძოლო მასალას მოიცავს", - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მინისტრებმა ასევე განიხილეს უკრაინის მშვიდობის ფორმულა, გლობალური მშვიდობის სამიტის ჩატარება და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი.