logo
ENG



კულება: ჩვენი ნატოში არშეშვებით გერმანიამ და საფრანგეთმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს

10 აპრ 202218:47
3 წუთის საკითხავი
 
კულება: ჩვენი ნატოში არშეშვებით გერმანიამ და საფრანგეთმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, გერმანიამ და საფრანგეთმა დიდი "სტრატეგიული შეცდომა" დაუშვეს, როცა 2008 წელს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს.

როგორც NBC-სთან ინტერვიუში კულებამ აღნიშნა, "ომი არ დაიწყებოდა, უკრაინა ნატოს წევრი რომ ყოფილიყო".

"2008 წელს გერმანიამ და საფრანგეთმა დაუშვეს სტრატეგიული შეცდომა, როდესაც ამერიკის და სხვა პარტნიორების შეთავაზებაზე უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უარი თქვეს და ამის საფასურს ახლა ვიხდით. ფასს იხდის არა გერმანია ან საფრანგეთი, არამედ ჩვენ, უკრაინა", - თქვა მინისტრმა.


close დახურვა