logo
ENG



კულება ზელენსკის ირანთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას სთავაზობს

18 ოქტ 202217:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/18/jqe0j26fuv3cuta.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ირანთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას სთავაზობს.

"ირანის ქმედებები არის სისასტიკე და სიცრუე, რომელსაც ჩვენ არ შევეგუებით. ირანმა ყველა ეს ქმედება ჩაიდინა და ამავდროულად გვითხრა, რომ ომის წინააღმდეგია და არც ერთ მხარეს არ მიაწვდის იარაღს.

ჩვენ არასდროს არ გვეკავა ანტიირანული პოზიცია. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ირანი გახდა რუსეთის აგრესიისა და დანაშაულების თანამონაწილე ჩვენს ტერიტორიაზე, დღეს ჩვენ ძალიან მკაფიო და სამართლიან პოზიციას დავიჭერთ. თუ ირანი შეწყვეტს რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას - ურთიერთობების აღდგენაზე ვისაუბრებთ," - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

10 ოქტომბრის შემდეგ რუსეთი მასობრივად ბომბავს უკრაინულ ქალაქებს. 17 ოქტომბერს რუსეთი კიევს დრონი-კამიკაძეებით დაესხა თავს. შედეგად ქალაქის ცენტრში საცხოვრებელი სახლი დაინგრა.

დღეს დილით რუსეთმა უკრაინაში რამდენიმე ქალაქი დაბომბა, მათ შორის, კიევი, ხარკივი, მიკოლაივი, ჟიტომირი. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 10 ოქტომბრიდან უკრაინის ელექტროსადგურების 30% განადგურდა.  


close დახურვა