logo
ENG



კულება NATO-ს იარაღის წარმოების გაზრდისკენ მოუწოდებს

29 ნოე 202213:19
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/29/gegjxvwvv643lju.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება NATO-ს იარაღის წარმოების გაზრდისკენ მოუწოდებს.

"სანამ დღეს ვიბრძვით, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ვიბრძოლებთ ხვალ. NATO-ს ქვეყნებმა დღეს უნდა დაიწყონ საჭირო იარაღის წარმოება. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ.

ბოლოს, როცა NATO-ს მინისტერიალს დავესწარი, სამი სიტყვით მოვედი: იარაღი, იარაღი და იარაღი. ამჯერად, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოთხოვნა რჩება აბსოლუტურად მწვავედ, მე განვმარტავ ამას იმით, რომ ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვა და ტანკები", - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კულება აღნიშნავს, რომ მსოფლიოში არის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ის, რაც უკრაინას სჭირდება, მაგრამ ისინი არ აპირებენ მის გაყიდვას საკმარისი რაოდენობით, პოლიტიკური მიზეზების გამო. მისი თქმით, ყველაფერი დროულად უნდა გაკეთდეს და ლოდინი საჭირო არ არის, რომ კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდეს.


close დახურვა