logo
ENG



კულტურის პროფკავშირი: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ტექნიკური პერსონალი გაიფიცა

03 ნოე 202313:32
3 წუთის საკითხავი
 

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის ინფორმაციით, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილის თანამშრომლები გაიფიცნენ. პროფკავშირი აცხადებს, რომ ისინი მათი წევრები არიან და გაფიცვა პროფკავშირის ორგანიზებით იმართება.

პროფკავშირის ცნობით, დასაქმებულები ხელფასების მატებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, თეატრში სამუშაოს ინტენსიურად გაზრდის მიუხედავად, დასაქმებულთა ხელფასი მიზერულია და წლების განმავლობაში არ შეცვლილა - მათი ანაზღაურება დაახლოებით 500 ლარია.

პროფკავშირში აცხადებენ, რომ გაფიცვის შეტყობინების შემდეგ, დამსაქმებელმა 2 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა, აქედან გამომდინარე, გაფიცულთა მოთხოვნა ამ ადამიანების სამსახურში აღდგენაცაა.

"მიუხედავად მედიაციის უშედეგოდ დასრულებისა, მოვუწოდებთ დამსაქმებელს დააკმაყოფილოს დასაქმებულთა სამართლიანი მოთხოვნები. დროა ოპერის სხვა თანამშრომლები შემოუერთდნენ ბრძოლას შრომის ღირსეული ანაზღაურებისა და პირობებისთვის. მოგიწოდებთ ყველას დავუდგეთ გვერდში ამ ადამიანებს", - აცხადებენ პროფკავშირში.


close დახურვა