logo
ENG



კულტურის სფეროს წარმომადგენლები დედაენის ბაღში რუსულ კანონს აპროტესტებენ

14 აპრ 202415:48
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/14/89o6eje0l1py1x3.jpg

კულტურის სფეროს წარმომადგენლები დედაენის ბაღში რუსულ კანონს აპროტესტებენ.

მათი თქმით, საზოგადოებამ რუსული კანონის მიღება არ უნდა დაუშვას. ხელოვანები მოქალაქეებს ხვალ დილით აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

"დღეს, თუკი რამ შეიძლება, ადამიანი, როგორც ასეთი, თავისი არსებობით გავამართლოთ, პირველ რიგში, მას უნდა ჰქონდეს მთავარი ღირებულების უფლება - ეს არის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება.

დღეს რომ ჩვენ გვაქვს ამის საშუალება და გვემუქრებიან, რომ შეიძლება ვეღარ გამოვხატოთ სწორედ ქართულად, სიტყვიერად ეს თავისუფლება, ამიტომაც ვდგავართ. იმისთვის, რომ ჩემმა შვილებმა, შვილიშვილებმა და მომავალმა თაობამ იაზროვნოს ქართულად, იამაყოს საქართველოთი და საერთოდ, ეს ღირებულებები დააფასოს", - ამბობს მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე.

დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით". 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.


close დახურვა