სამოქალაქო აქტივისტის ზვიად კუპრავას ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორმულას“ განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილითაა დაწყებული, რაც ჯგუფურად ძალადობის ჩადენას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტის გიორგი კაპანაძის ინფორმაციით ზვიად კუპრავას სცემეს. კაპანაძე ინფორმაციას სოციალურ ქსელში წერს და კუპრავას ფოტოსაც ავრცელებს.