ლაგოდეხში ფიზიკური დაპირისპირება იყო, რა დროსაც სამი ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ლაგოდეხის ცენტრში ახალგაზრდები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, შემდეგ ეს ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დაჭრილები ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში არიან გადაყვანილები - ექიმის განმარტებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ფორმულას ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაძიანებას გულისხმობს.