logo
ENG



ლავროვი: ოცნების გაცხადებულ ნორმალიზების კურსს მხარს ვუჭერთ, თუმცა არათანმიმდევრულნი არიან

21 აგვ 202015:52
3 წუთის საკითხავი
 
sfzmu8rjgvqlqqx.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ოფიციალური მოსკოვი მხარს უჭერს ქართული ოცნების მიერ 2012 წელს აღებულ ურთიერთობის ნორმალიზების კურსს, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ხანდახან "არათანმიმდევრულია".

ამის შესახებ რუსმა დიპლომატმა გამოცემა Труд-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

როგორც ლავროვმა აღნიშნა, რუსეთი საქართველოსთან "მეგობრული ურთიერთობების" მომხრეა.

"2012 წელს ქართული ოცნების მიერ გაცხადებულ ურთიერთობების ნორმალიზებულ კურსს მხარს ვუჭერთ. ჩვენი პოზიცია ასეთია: რაც უფრო მეტია ნორმალიზაცია, მით უკეთესი. არავითარი შეზღუდვა რუსეთის მხრიდან არ არსებობს. თუმცა ჩვენი ქართველი პარტნიორები, კონიუქტურიდან გამომდინარე, პერიოდულად ანტირუსულ კარტს ათამაშებენ, რაც არათანმიმდევრულია.

სამწუხაროდ, დადებითი დინამიკა, რომელიც არსებობდა წლების განმავლობაში, 2019 წლის ივნის-ივლისის მოვლენების გამო შეწყდა, მაშინ როდესაც ნაციონალ-რადიკალების ქმედებების გამო, რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეაჩერა. ვიმედოვნებთ, რომ ფრენების აღდგენის საკითხი უახლოესი მომავალის საკითხია", - განაცხადა სერგეი ლავროვმა. 


close დახურვა