logo
ENG



ლაზარეს საქმე - შაბათის ფორმულა

09 მარ 202420:39
3 წუთის საკითხავი
 

7-8 მარტის დღეები, რომელმაც რუსული კანონის მხარდამჭერ ხელისუფლებას გადაწყვეტილება შეაცვლევინათ და ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოუტანა. მარტის აქციებს ბევრი გმირი ჰყავს - ჩვენი შვილების თაობა, რომელიც არ შეუშინდა რეზინის ტყვიებს, ცრემლმდენ ყუმბარებს, წყლის ჭავლს თუ ხელკეტიანი სპეცრაზმის აგრესიას. დედები, რომლებმაც არ დატოვეს შვილები და არ დათმეს საქართველოს ღირსება და თავისუფლება, მამები, ბებიები - ყველა პროფესიის, რწმენის თუ იდენტობის ადამიანი - გასული წლის 7- 8 მარტს ერთმა იდეამ გააერთიანა - რომ საქართველო ყველასია, თანაბრად - ყველა ფერის, ყველა ხმის - ჩვენი, საზოგადოების და არა დროებითი ხელისუფლების. 1 მარტის აქციებს ბევრი გმირი ჰყავს - მაგრამ ჰყავს მზისთვალებიანი, 22 წლის ლაზარე, რომლის დემონიზებას სრული რესურსით, ამ დრომდე ცდილობს სახელმწიფო მანქანა.


close დახურვა