logo
ENG



ლანდსბერგისი: პუტინთან მოლაპარაკებები მხოლოდ კონფლიქტის გამეორებას გამოიწვევს

27 თებ 202311:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/27/ro9024tnj1dh9qb.jpg

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები მხოლოდ კონფლიქტის გამეორებას გამოიწვევს.

"პუტინის მიზნები არ შეცვლილა. მას ჯერ კიდევ სჯერა, რომ შეუძლია მათ მიაღწიოს. ის გააგრძელებს კონფლიქტის გაღვივებას. მან ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა, ამიტომ ვერ ჩერდება", - თქვა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლანდსბერგისის თქმით, უკრაინაში რეალური მშვიდობის დამყარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორია მის კონტროლს დაუბრუნდება.

"მეორე მსოფლიო ომი არ დასრულებულა მოლაპარაკებებით. მშვიდობა შეიძლება იყოს მდგრადი მხოლოდ მაშინ, როდესაც პუტინი დამარცხდება. პუტინთან მოლაპარაკებები მხოლოდ კონფლიქტის გამეორებას გამოიწვევს. სწრაფი, სრული გამარჯვება არის ხანგრძლივი მშვიდობის ერთადერთი გარანტია", - განაცხადა ლანდსბერგისმა.


close დახურვა