logo
ENG



ლევან გოფოძე: კლინიკა თიმის ორი ექიმი დაინფიცირდა

17 აპრ 202013:27
3 წუთის საკითხავი
 

რესპუბიკური საავადმყოფოს დირექტომა ლევან გოფოძემ  მედიასთან ორი ახალი დაინცირიებული ექიმის შესახებ განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ისინი კლინიკა "თიმის" პერსონალს წარმოადგენენ. ლევან გოფოძეს არ დაუკონკრეტებია სად არიან ექიმები მოთავსებულნი. მისივე თქმით, ამ დროისთვის თავად რესპუბლიკური საავადმყოფოს არცერთი ექიმი არაა დაინფიცირებული. 

"მედიკოსები არიან დაინფიცირებულთა შორის, რაც შეეხება ჩვენს პერსონალს, პასუხი ყველა ნეგატიურია",-განაცხადა ლევან გოფოძემ. 

რაც შეეხება კლინიკაში არსებულ ვითარებას, ამ ეტაპზე კლინიკაში 29 დაინფიცირებული მკურნალობს და მათი მდგომარეობა სტაბილუროა. 

"ამ დროისთვის კლინიკაში მოთავსებულია 69 პაციენტი, საიდანაც დაინფიცირებულია 29 პაციენტი. დანარჩენები არიან კვლევის ფაზაში და ზოგეირთიც ცოტა ხანში დატოვებსკლინიკას, ვისაც არ დაუდასტურდა ინფქცია. ნაწილი საკარანტინე ზონაში გადავად და ნაწილის წავა სხვა კლინიკაში. დღეს ორი პაციენტი დაგვემატა, თუმცა გუშინ შემოყვანილებიდან 8 პაციენტს დაუდასტურდა. თანდათან მატულობს პაციენტების რიცხვი. საბედნიეროდ არც ერთი პაციენტის მდგომაროება არაა კრიტიკულად მძიმე, მხოლოდ რამდენიმეს აღენიშნებათ მძიმე პნევმონია, მაგრამ სუნთქვის აპარატზე არ არიან",-აღნიშნავს ლევან გოფოძე.

მისივე ინფორმაციით, დღეს 21 პაციენტს ჩაუტარდება ტესტირება.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში დაინფიცირებულია 370 პაციენტი, საიდანაც გამოჯანმრთელებულია 79 მოქალაქე. ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი 31 მარტიდან მოქმედებს. ასევე 17 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით მთავრობის გადაწყვეტილებით მოქმედებს დამატებითი შეზღუდვები. 


close დახურვა