პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში მკურნალობას 82 ადამიანი გადის, აქედან 9 იმყოფება რეანიმაციაში.
რატიანის თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი 5 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებიან.
მისივე განცხადებით, კლინიკაში მყოფი 3 ახალშობილი ბავშვის მდგომარეობა კლინიკური გამოვლინების გარეშე, სტაბილურად მიმდინარეობს.
„დღეს 2 პაციენტი გაეწერა, მათგან ერთი 82 წლის ქალბატონია, ხოლო მეორე ორსული ქალია. სულ კლინიკაში ორი ორსული გვყავდა ერთი გუშინ გაეწერა, მეორე დღეს. გვყავს 3 ახალშობილი, რომლის მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია, კლინიკური გამოვლინების გარეშე.
82 პაციენტიდან 9 იმყოფება უკვე რეანიმაციაში. 5 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, იმყოფებიან ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მათ შორის სამის მდგომარეობა მკვეთრად დამძიმებულია უარყოფითი დინამიკით, ვინაიდან სახეზეა კოვიდინფიცირებიდან გამოწვეული ფილტვის მწვავე უკმარისობა და გულის მწვავე დაზიანების სინდრომი. დანარჩენი 4 პაციენტი იმყოფება ნაზალურ სიპაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში.
დღეს მივიღეთ კიდევ 5 დადასტურებული შემთხვევა. ჩატარდა კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები, მათთანაც დაფიქსირდა კოვიდ ინფექცია“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 336 შემთხვევაა დადასტურებული. ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5000 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 494, რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 74-ს შეადგენს. კორონავირუსს ქვეყანაში 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.