logo
ENG



ლეიბორისტები მთავრობას არამიზნობრივი ტენდერების გამოცხადებაში ადანაშაულებენ

15 აპრ 202017:31
3 წუთის საკითხავი
 

„ლეიბორისტული პარტია“ ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის დროს არამიზნობრივი ტენდერების გამოცხადებაში ადანაშაულებს.

საუბარია ზუგდიდში ყინულის მოედნის მშენებლობაზე, ვაკის პარკში შადრევნების რეაბილიტაციაზე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში სკვერების მოწყობაზე, ცესკოს შენობების რემონტსა და სხვა მსგავს ხარჯებზე.

მათი განცხადებით, ტენდერებზე დახარჯული თანხით 200 ათას ოჯახზე ათასლარიანი კომპენსაციის გაცემა იქნებოდა შესაძლებელი.

„ასეთი ტენდერების რაოდენობა და ჯამური თანხა აჭარბებს 200 მილიონ ლარს. მოვუწოდებთ მტავრობას, გამოყოს ოჯახებზე 1000-ლარიანი დახმარებები. ეს თანხა საკმარისი იქნებოდა უმუშევრად დარჩენილი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დაფინანსებითვის", - აცხადებენ პარტიაში.

ლეიბორისტები ამბობენ, რომ მათი ახალგაზრდული ფრთის სამი წევრი სწორედ ამ თემის მხილების გამო დააჯარიმეს. პარტიის წევრების თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დღემდე ხელისუფლებამ ასზე მეტი მსგავსი ტენდერი გამოაცხადა, რომელთა საერთო ღირებულება 200 მილიონს აჭარბებს.

 


close დახურვა