logo
ENG



ლეიბორისტული პარტია აქციების დაწყებას აანონსებს

26 აპრ 202014:41
3 წუთის საკითხავი
 

„ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარემ, ლაშა ჩხარტიშვილმა  პრესკონფერენცია გამართა და ხელისუფლებისგან კომენდანტის საათის გაუქმება და მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების აღდგენა მოითხოვა. 

„მაშინ, როცა მთავრობამ მოიპოვა 3-მილიარდიანი დაფინანსება და მოსახლეობისთვის 1 მილიარდი გაიმეტა, ინარჩუნებს უკანონო შეზღუდვებს. გაუქმდეს დაუსაბუთებელი კომენდანტის საათი, აღდგეს მშვიდობიანი შეკრების უფლება. ვაპირებთ მანიფესტაციის გამართვას, რა თქმა უნდა, დისტანციის დაცვით", - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, 31 მარტიდან კი კომენდანტის საათი.


close დახურვა