logo
ENG



ლელომ ყრილობა გამართა, სადაც პარტიის თავმჯდომარე და პოლიტსაბჭოს შემადგენლობა აირჩიეს

23 დეკ 202321:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/23/zfsa9mp0v4vuocx.png

დღეს ლელო საქართველოსთვის რიგით მეორე ყრილობა გაიმართა, სადაც პარტიის თავმჯდომარე და პოლიტსაბჭოს შემადგენლობა აირჩიეს.

პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე იქნება. პოლიტსაბჭოს წევრები კი არიან: ირაკლი კუპრაძე, ბადრი ჯაფარიძე, ანა ნაცვლიშვილი, გრიგოლ გეგელია, საბა ბუაძე, ლანა გალდავა, ფიქრია ჩიხრაძე, ვახტანგ სურგულაძე, დავით უსუფაშვილი, მამუკა კაციტაძე, ლევან სამუშია, მედეა მეტრეველი, გენადი თებიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, სალომე სამადაშვილი, თაზო დათუნაშვილი, თამარ კირვალიძე, გიორგი სიორიძე, გულიკო ზუმბაძე და თორნიკე ართქმელაძე.

პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ლელოს ამოცანაა, ქვეყანამ სწრაფად გადადგას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ნაბიჯები.

"ჩვენი ამოცანაა, რომ ის ოცნება, რომელიც ჩვენს წინაპრებს აუხდენელ ოცნებად დარჩათ და რისთვისაც შესწირეს მათ ცხოვრება და თავიანთი სიცოცხლე და რის ოცნებაშიც გაატარეს მთელი წლები, ეს არის ევროპულ ოჯახში დაბრუნება და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს ოცნება ავასრულოთ. ხშირად გვესმის დღევანდელი მმართველი ძალისგან, რომ რა არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა, ეს არის მხოლოდ არაფრის მომცემი რაღაც სტატუსი, რომელსაც არ მოჰყვება არანაირი სიკეთე.

ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს, იმიტომ, რომ ვალდებულება გვაქვს ჩვენი წინაპრების წინაშე, რომ ეს შევაჩეროთ. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, ლელოს ამოცანაა, რომ ქვეყანამ სწრაფად გადადგას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ნაბიჯები. იმიტომ, რომ ეს ნიშნავს უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, ჩვენი იდენტობის, რწმენის შენარჩუნებას. ეს არის ჩვენი ევროკავშირში წევრობა", - თქვა ჯაფარიძემ.


close დახურვა