ლენტეხის მუნიციპალიტეტიდან ლაბორატორიაში გაგზავნილ 2 საეჭვო ანალიზზე უარყოფითი პასუხი მიიღეს.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი უკვე 1500 ადამიანს ჩაუტარდა და პროცესი 3 დღეში დასრულდება. ახალი პაციენტები ცხელების ცენტრში ჯერ არ შეუყვანიათ.
„მშვიდი ვითარებაა საკარანტინო ზონაში. დილიდან დავიწყეთ მასობრივი თერმოსკრინინგი. სავარაუდოდ ზეგ საღამომდე დასრულდება ეს პროცესი. იქ მაცხოვრებელ 5 ათასამდე ადამიანს ჩაუტარდება კვლევა. პროდუქციით და მედიკამენტებით დროულად მარაგდება მუნიციპალიტეტი, მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები. გარდა ამისა, დღეს ველოდებოდით 2 ანალიზის პასუხს და საბედნიეროდ ორივე უარყოფითია. გრძელდება დაკვირვება პირველად კონტაქტებზე. სიმპტომების გამოვლენისთანავე შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება“, - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.