logo
ENG



ლიეტუვამ უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გაუგზავნა

17 მაი 202419:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/17/vgju87kjfa4ckyt.png

ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების ახალი პაკეტი გაუგზავნა. შესაბამისი განცხადება ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ლაურინას კაშუნასმა გააკეთა.

მინისტრის თქმით, დახმარების პაკეტი მოიცავს სადაზვერვო დრონებს, დრონების საწინააღმდეგო სისტემას, გენერატორებს, გასაშლელ ლოგინებსა და სხვა სამხედრო ტიპის აღჭურვილობას.

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მისი ქვეყანა აძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას ყველა საჭირო აღჭურვილობით. ის ამბობს, რომ უკრაინის მიმართ სოლიდარობა ქმედით ნაბიჯებში უნდა გამოიხატოს.


close დახურვა