logo
ENG



ლიეტუველი მინისტრი: აღმოსავლეთ პატრნიორობის მომავალი საქართველოზეა დამოკიდებული

22 მარ 202114:59
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/22/m2mkhy77byqztmv.png

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტიორობის მომავლის ბედს უკავშირდება. 

ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრების ფარგლებში ლანდსბერგისმა თქვა, რომ "მოვლენები, რომლებიც საქართველოში ვითარდება, ძლიერი შეშფოთების საგანია". 

"რაც შეეხება აღმოსავლეთ პატრნიორობის მომავალს - ევროკავშირმა ძალიან ცხადად გვითხრა, რომ საქართველოს გზა ევროპისკენ, ნატოსკენ უნდა გადიოდეს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე. 

თუ საქართველო ამ გზიდან გადაუხვევს, ეს არა მხოლოდ საქართველოს გზას შეაფერხებს, არამედ საფრთხეს შეუქმნის მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორობას".- თქვა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  


close დახურვა