![2022/04/23/c2ehcxahw7ossrp.jpg](/uploads_script3/articles/2022/04/23/c2ehcxahw7ossrp.jpg)
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხერსონის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში საბრძოლო მოქმედებების დროს 2 რუსი გენერალი მოკლეს.
უწყების ცნობით, ასევე დაჭრილია კიდევ ერთი გენერალი, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაშია. მიმდინარეობს პერსონალური მონაცემების დაზუსტება.
"დაზვერვა ცდილობს ხერსონის ოლქში ოკუპანტების ადგილსამყოფელს მიაგნოს, რათა მაქსიმალური ზიანი მიაყენოს", - წერენ უწყებაში.