logo
ENG



ლილოს დასახლებაში სანადირო თოფით მეზობლის მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

12 ივნ 202321:17
3 წუთის საკითხავი
 
ლილოს დასახლებაში სანადირო თოფით მეზობლის მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სანადირო თოფიდან მეზობლის მკვლელობის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს.

უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 ივნისს, ბრალდებულმა თბილისში, ლილოს დასახლებაში სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეზობელს - 1974 წელს დაბადებულ ა.ყ.-ს.

შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა