logo
ENG



ლობჟანიძემ გაასაჯაროვა ფოტოები, რომლებიც 20-21 ივლისს მის გადაადგილებას ასახავს

10 აგვ 202023:18
3 წუთის საკითხავი
 

 

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც ირწმუნება, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულია, ასაჯაროებს "სქრინებს", რომლებიც, მისივე თქმით, ასახავს მისი გადაადგილების მარშრუტს 20-21 ივლისს.

გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" ლობჟანიძემ თქვა, რომ ბოლო პერიოდში მის მიმართ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება და მისი გადაადგილების დამადასტურებელი ფოტოებიც სწორედ ჭორების პრევენციისთვის წარადგინა.

"ბევრი რაღაც ისეთი გამოიკვეთა, რომ მე ვქეიფობდი დაკრძალვის დღეს, ბევრი ინციდენტი გახდა საჯარო და ეს მითი რომ გაქრეს, ჩემი Google-ის თაიმლაინი ამოვიღე და მინდა ვაჩვენო ყველას, სად ხდება ჩემი გადაადგილება ამ დროს.  

მე ამას (ბაჩალიაშვილის გაუჩინარებას) ვიგებ 21-ში, საღამო ხანს, დაახლოებით 20:00-21:00-საათზე.

მაბრალებენ, რომ გავიყვანე თამარი თეთრიწყაროდან და ბოლოს გავგუდე, თუ რაღაც ასეთი, ამაზრზენი და ფანატიკური იდეები", - განაცხადა ლობჟანიძემ  გადაცემაში.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს. 

 

 

 

 


close დახურვა