logo
ENG



ლოს-ანჯელესში ოქროს ჟოლოს ნომინანტები დასახელდნენ

08 თებ 202014:19
3 წუთის საკითხავი
 

ლოს-ანჯელესში „ოქროს ჟოლოს“ ნომინანტები დასახელდნენ. წლის ყველაზე ცუდ კინონამუშევრებს, მსახიობებს, რეჟისორებს და სცენარისტებს ხმას „ოქროს ჟოლოს“ კლუბის წევრები ონლაინ-რეჟიმში აძლევენ.

ყველაზე ცუდი ფილმის ნომინაციაზე მიუზიკლი „კატები“, „რემბო“, „უკანასკნელი სისხლი“, და „ფანატი“ დასახელდნენ.

სისასტიკის გამო ერთ-ერთი ნომინანტი ფილმი „ჯოკერიც“ გახდა, რომელიც ოსკარზეც არის წარდგენილი.

ყველაზე ცუდი მსახიობი ქალის ნომინაციაში მოხვდნენ ჰილარი დაფი, ენ ჰეთეუეი და ტაილერ პერი. ყველაზე ცუდ მამაკაც მსახიობებს შორის კი სილვესტერ სტალონე, მეთიუ მაკკონაჰი და ჯონ ტრავოლტა არიან.

გამარჯვებულების გამოვლენის თარიღი „ოქროს ჟოლოს" ორგანიზატორებს ჯერ არ დაუსახელებიათ.


close დახურვა