logo
ENG



ლოცვის უფლება - დროება

17 დეკ 202320:32
3 წუთის საკითხავი
 

მუსლიმი თემი თითქმის 6 წელია, საკუთარი უფლებების დასაცავად და ბათუმში ახალი მეჩეთის ასაშენებლად იბრძვის. 2 დღეში, 19 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე, მეორედ იმსჯელებს. 2014 წელს, ახალი მეჩეთის მშენებლობის მრავალწლიანი მოთხოვნის შემდეგ, გასაკვირი რამ მოხდა, სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზეწოლით, მუფთებმა პრემიერმინისტრის სახელზე წერილი მოამზადეს, წერდნენ რომ მათ ახალი მეჩეთი არ სჭირდებოდათ, თუმცა ამ წერილის გაგზავნიდან რამდენიმე თვეში იგივე მუფთებმა ახალ წერილს მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც ისინი ახალ მეჩეთს ისევ ითხოვდნენ. დროებამ ინტერვიუ სწორედ იმ წერილზე ხელმომწერი, დღეს კი სრულიად საქართველოს მუფთის მოადგილე, რევაზ მიქელაძე ჩაწერა.


close დახურვა